გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამი დღით თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

24-05-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 მაისს, 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით.

გადაკეტილია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელი პანდუსი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეუძლიათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

23 მაისს, ღამის 03:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებზე.

24 მაისს, 22:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

საავტომობილო მოძრაობა აღდგება 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930