28-08-2021
მმართველი პარტიის ონის მერობის კანდიდატი, სერგი ხიდეშელი ქალაქ ონში, ვახტანგ VI ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
„რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში, ვახტანგ VI ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდი.
შეხვედრაზე ქალაქში არსებულ პრობლემურ საკითხებზე ვისაუბრეთ.
მოსახლეობამ ძირითად პრობლემად ქალაქში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება დაასახელა.მიუხედავად იმისა, რომ ონის მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციით ეტაპობრივად დავიწყებთ იმ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ.
თქვენი მხარდაჭერით და აქტიური ჩართულობით მჯერა, ყველა ერთად შევძლებთ ონის მუნიციპალიტეტის განვითარებას“ - განაცხადა ხიდეშელმა.