28-08-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი ნემსაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს.
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივ აქტივთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად იგი სოფელ ლასურიაშში, დეხვირში, მახაშსა და ლესინდში იმყოფებოდა.
ამომრჩევლებს ესაუბრა აღნიშნულ სოფლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
საუბარში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა გადაჭრას მისივე თქმით, ახლო მომავალში მაქსიმალურად შეეცდება.