გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია

31-08-2021

რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდება ნაციონალური მოძრაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, გამორიცხული და ეს ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა, დაადასტურა 7 არჩევნებში.

„ერთადერთი თეორიული შანსი, რაც მათ რჩებათ, არის ის, რომ რაიმე სახის პროვოკაციით, რაღაც შეფერხება და ჩვენი განვითარების შეფერხება შეძლონ. რა თქმა უნდა, ეს დასრულდება კრახით, ისევე, როგორც დასრულდა მათი ნებისმიერი მცდელობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31