გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

2-09-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა მერვე ლეგიონის დასახლების, სამგორის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, სააკაძის მე-2 გასასვლელის, სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, კლაპროთის, მეფე მირიანის, ასმათის, ავთანდილის, ტარიელის, დავარის, რამაზის, რაინეგსის, ნიკო ბურის, სტრაბონის, ხატაეთის, ჰუბერტის, ზუტნერის, ლამბერტის, გორგასლის, ბარონ დე ბაის, ნესტან-დარეჯანის, ვეფხისტყაოსანის, უსენის, შერმადინის, ერედვის, ჯავახეთის, იუმაშევის, წულუკიძის, ლაღიძის, ბოგდან ხმელნიცკის, ერეკლე II- ის, კოტე აფხაზის, შანდორ პეტეფის, ოსიპ მანდელშტამის, იოსებ და ლეონ ორბელების, ძეგლევის, 17 შინდისელი გმირის, ზურაბ ჩაჩუას და ნოე რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.


11:00 საათიდან 14:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ცისკარიშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი კრწანისის ქუჩის მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930