გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაცმოძრაობის" მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა არის ფარსი, ტყუილი, შეურაცხყოფა ჩვენი პარტნიორების და მთლიანად საზოგადოების, „ქართული ოცნება" ამ შეთანხმებას არ დაუბრუნდება

2-09-2021

ეს არის ფარსი და სიყალბე - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჭიათურაში ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როდესაც ყველამ ერთად, საქართველოს დიდი მეგობრების, შარლ მიშელის, აშშ-ის ელჩის, საელჩოსა და ამერიკის უშუალო მედიაციით დაასრულა ამ დოკუმენტზე მუშაობა.

„მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როდესაც ყველამ ერთად, ჩვენი დიდი მეგობრების, შარლ მიშელის, აშშ-ის ელჩის, საელჩოსა და ამერიკის უშუალო მედიაციით დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა და მაშინ ყველამ მოვაწერეთ ხელი ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში არსებობდა. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს მთელს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს და წარმოიდგინეთ, იმისთვის, რომ რეალურად ჩვენი სახელმწიფოსთვის გადავდგით კომპრომისული ნაბიჯები, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ დამშვიდებულიყო სიტუაცია და პოლიტიკური შეთანხმება მომხდარიყო, ამაზე ნაწილობრივ წამოვიდნენ. გახსოვთ, რომ ბოლო მომენტამდე არ შემოდიოდნენ პარლამენტში, იყო ჩვეულებრივი ბაზარში რომ არის ვაჭრობა, ასეთი ვაჭრობა გამართეს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. ამის მიუხედავად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ყველა ის რეფორმა, დაწყებული გვქონდა ამ ხელმოწერამდეც, ამ დოკუმენტის არსებობამდე, ამის შემდეგაც გავაკეთეთ, ველოდეთ 100 დღე, მიუხედავად მოწოდებებისა, თხოვნებისა ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხრიდან, მათ იგნორირება მოახდინეს ჩვენი პარტნიორების და არ მოაწერეს ხელი. ეს საბავშვო ბაღი არ არის, ეს პოლიტიკაა, ჩვენ ქვეყანას ვმართავთ და ეს არის რეალურად ჩვენის ახელმწიფოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და შემდეგ არის სხვა ყველაფერი. ჩვენ ველოდით, ამის შემდეგ მოვახდინეთ ანულირება და გამოვედით ამ ხელშეკრულებიდან, რადგან ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ვალიდური, როდესაც ორი მთავარი მხარე აწერს ხელს. მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვედით და განვაცხადეთ, რომ თემა დახურულია, ასევე განვაცხადეთ, რომ ყველა რეფორმა გრძელდება. გამორიცხულია, „ქართული ოცნება" ამ შეთანხმებას არ დაუბრუნდება. „ნაცმოძრაობის" მხრიდან ეს ხელმოწერა არის ფარსი და ტყუილი და შეურაცხყოფა ჩვენი პარტნიორების და მთლიანად საზოგადოების", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930