8-09-2021
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშლმა, პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიულ კოორდინატორებთან ერთად, შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის სოფლების სევის, ზუდალის და ფარახეთის მოსახლეობასთან.
"მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების მიუხედავად გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
ვპირდები თითოეულ ონელს, ჩემს გუნდთან ერთად, მთელ ჩემს გამოცდილებას და ენერგიას მაქსიმალურად გამოვიყენებ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად!
არცერთი დღე უმოქმედოდ, ყოველი დღე ხალხის სამსახურში - ეს გახლავთ ჩემი სამოქმედო გეგმის მთავარი მიმართულება." - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო ხიდეშელმა.