8-09-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, ნიშნიანიძის, ქინძმარაულის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, კლაპროთის, მეფე მირიანის, ასმათის, ავთანდილის, ტარიელის, დავარის, რამაზის, რაინეგსის, ნიკო ბურის, სტრაბონის, ხატაეთის, ჰუბერტის, ზუტნერის, ლამბერტის, ბარონ დე ბაის, ნესტან-დარეჯანის, ვეფხისტყაოსანის, უსენის, შერმადინის და ერედვის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ჭრელაშვილის ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ბეთანიის, განთიადის, სომხეთის, სათემოს, ნიაბის, დომინიკა ერისთავის, გელოვანის, კვესეთის, გალავანის, კიკეთის და საინგილოს ქუჩების მოსახლეობა, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ალადაშვილის, ერევნის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის, დელისის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობა.
ასევე გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების, მუხათგვერდის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე საშა იოსელიანის ქუჩის მოსახლეობას, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ზურგოვანის დასახლების მოსახლეობას, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ფარნავაზ მეფის გამზირის მოსახლეობას, ხოლო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე სოფელი დიღმის და ჭელიძის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.