8-09-2021
წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ინგოროყვას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, მათ სამომავლო გეგმები გაუზიარა და უბანში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილა.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მას, კახა კალაძის გუნდთან ერთად, არსებული პრობლემების დაძლევის კუთხით უკვე შემუშავებული აქვს კონკრეტული ნაბიჯები და განვითარების გეგმა.
ზურაბ აბაშიძე: „მთაწმინდა ჩვენი დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ცენტრია, თავისი არქიტექტურული ძეგლებით, შენობებით, ტრადიციული გარემოთი, გამორჩეული ადამიანებით და ამ განსაკუთრებულ უბანს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში რაიონის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, გამოწვევები კვლავაც რჩება.
არსებული გამოწვევების დასაძლევად, ახალი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში, გვაქვს ზუსტი ხედვა და განვითარების თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად განვახორციელებთ თბილისში მეტი სიცოცხლისთვის."
ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემაც მიიღო.