გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძემ ვერის მოსახლეობასთან ახალი საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებები განიხილა

10-09-2021

„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას. ამჯერად მან შეხვედრა ვერის მოსახლეობასთან ალექსი მაჭავარიანის ქუჩაზე გამართა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ახალი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილა და რაიონში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.


მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევადი პროცესი, რომელიც უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებით გაგრძელდება.


ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას ვაქცინაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, აცრა მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც დაინფიცირების, ასევე, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკს და დღეს ის პანდემიისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.


წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით, რეგულარულად გამართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930