გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

10-09-2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფლების - წესის, კვაცხუთისა და ხიმშის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე, მერობის კანდიდატმა საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო და მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე ადგილობრივთა შეფასებები მოისმინა.

,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი თავისებურად გამორჩეული და უდიდესი პოტენციალის მატარებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, თითოეულ სოფელს კონკრეტული საჭიროებები აქვს, რომელთა გადაწყვეტა და მოგვარება ჩვენი ძირითადი მიზანია.


მუნიციპალიტეტის მთავარი სიმდიდრე აქ არსებული ადამიანური რესურსია, ამიტომ ნებისმიერი პროექტის თუ პროგრამის განხორციელებისას მაქსიმალურად ვეცდებით მოსახლობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით ვიხელმძღვანელოთ“ - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930