გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

10-09-2021

ამჯერად, კახა კალაძე საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, კაპანაძის #4-ში და ქინქლაძის #24 ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


კახა კალაძე ჩუღურეთის მცხოვრებლებს დედაქალაქში განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.


„მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქალაქში მასშტაბური პროექტები განხორციელდეს. ამით ყველა იამაყებს. მათ შორის განსხვავებულ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებიც. ისინი შეიძლება არ აღიარებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსწონთ ქალაქში განხორციელებული პროექტები. ისინიც აქ ცხოვრობენ, სარგებლობენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურით, მგზავრობენ ახალი ავტობუსებით, განახლებულ სკვერებსა და პარკებში სეირნობენ. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენი განხორციელებული საქმეებით ყველას ვაჩვენოთ, რომ საუკეთესოები ვართ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილია 1 000-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, ყველა დიდი გამზირი მიწისქვეშა კომუნიკაციებით განახლდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდება და ა.შ. როდესაც მთელი გულით ცდილობ, ყველაფერი გამოდის", - განაცხადა კახა კალაძემ.


შეხვედრაზე ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონში განხორციელებულ პროექტებზე, ასევე, კაპანაძის #4-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ყველა კარგად ვხედავთ, რა გაკეთდა ჩუღურეთში, რამდენი ქუჩა, სტადიონი სკვერი მოეწყო. მართალია, რჩება გამოწვევები, მაგრამ მასაც გავართმევთ თავს.
ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, კაპანაძის #4-ში საცხოვრებელი კორპუსის აშენება იქნება. აღნიშნული შენობა დედაქალაქში ყველაზე ავარიული ნაგებობაა. ადამიანების სიცოცხლე უპირველესია. ამიტომაც, კახა კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 150 ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, კახა კალაძე და ზურაბ ჩიკვილაძე კაპანაძის #4-ში იმყოფებოდნენ, სადაც თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 150 ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.


კანდიდატები მოსახლეობას ქინქლაძის #24-ში, #125-ე საჯარო ბაგა-ბაღთან შეხვდნენ. აღნიშნული ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი 2020 წელს განხორციელდა და წლის ბოლოსვე დაიწყო მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა. ტერიტორიის სიმცირის გამო, საბავშვო ბაღი ხუთჯგუფიანი იქნება და ის 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები.


მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930