გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: კარგად გვაქვს გააზრებული გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა და გვაქვს მასშტაბური გეგმები, როგორ განვავითაროთ ქვეყანა და გავზარდოთ განვითარების მასშტაბები

10-09-2021

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს - პანდემია, ოკუპაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და სიღარიბე და სწორედ ამ მიზნით გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები და ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და როგორ გავზარდოთ განვითარების მასშტაბები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" მცხეთის მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანაა, ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის რესურსი და პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული.

„ჩემი დავალებით შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვები ყველა სექტორის მიმართულებით - ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა. გვაქვს მკაფიოდ გააზრებული, ჩამოყალიბებული გეგმა, როგორ დავდოთ მეტი შედეგი. მაგალითისთვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის რესურსი და პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული. ჩვენი მასშტაბური პროგრამები მორგებული უნდა იყოს იმ რეგიონსა და მუნიციპალიტეტზე, სადაც მათ განხორციელებას დავიწყებთ. ჩვენ არაერთხელ გამოვცადეთ ძალიან წარმატებული პროგრამები, როგორებიცაა - „აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, 20 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ეს ძალიან კარგი დასაწყისი იყო. ჩვენი გეგმაა, გავაათმაგოთ და გავზარდოთ ამ პროგრამის მასშტაბები. გვაქვს წარმატებული პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი" - ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. „დანერგე მომავალი" - გაშენდა ათასობით ახალი ჰექტარი ხეხილის ბაღები, ვენახები. უამრავი ახალი საწარმო აშენდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ვგეგმავთ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით და ჯამში დაახლოებით 1300 ახალი საწარმოს დაფინანსება იგეგმება, რაც შექმნის მინიმუმ 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენ ამ სიკეთეებს ისე გადავანაწილებთ, რომ ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტს მოერგოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განათლების მიმართულებით, 175 ახალი სკოლა აშენდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, 250 სკოლის რეაბილიტაცია ჩატარდა თანამედროვე ევროპული სტანდარტის მიხედვით.


„800 სკოლის რეაბილიტაციას ვიწყებთ და მომდევნო წლების განმავლობაში დავასრულებთ, ისე, რომ ჩვენმა შვილებმა განათლება უნდა მიიღონ თანამედროვე, ევროპული ტიპის სკოლებში. ვაშენებთ ბაღებს, ვახდენთ მათ განახლება-რეაბილიტაციას. პროფესიული განათლების მიმართულებით, ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში ვაწყობთ პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურას, ვქმნით შესაბამის პირობებს იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა, მომავალი თაობა დავასაქმოთ, შევძინოთ ახალი უნარები იმისთვის, რომ ყველა ის პროგრამა იყოს ერთის მხრივ ათვისებული და მეორეს მხრივ, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური სპეციალისტები და ახალგაზრდები, რომლებმაც იციან საქმე, მუშაობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930