გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

11-09-2021

სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია, ნოქალაქევისა და ლეძაძამეს მაჟორიტარობის კანდიდატთან, შაქრო კოკაიასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან ერთად, ნოქალაქევში, ლეძაძამესა და ბეთლემში ამომრჩევლებს შეხვდა.

 

,,რეაბილიტირებული საჯარო სკოლა, თანამედროვე სტანდარტრების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი, განახლებული სპორტული მოედანი, სრული გაზიფიცირება, მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე არხები, სახიდე გადასასვლელები, მოხრეშილი საუბნო გზები, ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შემეცნებითი და გასართობი ატრაქციებით - თოკების პარკით და ზიპლაინით, ბეთლემში - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა.

 

ჩვენი მიზანია განვავითაროთ ადმინისტრაციული ცენტრები, აღნიშნული შეხვედრები კი საშუალებას გვაძლევს მოვისმინოთ ის საჭიროებები, რომელიც სოფლების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

 

ჩვენ ერთად, თითოეული ოჯახის საკეთილდღეოდ, ქმედით ნაბიჯებს გადავდგათ’’ - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930