გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
მწერალი ვიქტორ ეროფეევი: ჩადიხარ თბილისში და ფიქრობ - რატომ გვქონდა ომი საქართველოსთან?

27-05-2018

რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ჟურნალისტი ოლღა ჟურავლიოვა ესაუბრება ცნობილ რუს მწერალს ვიქტორ ეროფეევს.


მწერალმა სხვა თემებთან ერთად საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებების შესახებაც ისაუბრა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:


"თბილისში ლიტერატურულ ფესტივალში ვმონაწილეობდი, საპატიო სტუმრის სტატუსით.
კარგად შემხვდნენ, პატივი მცეს, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველები, უკრაინელებთან ერთად, სადღაც მიექანებიან. რატომ? იმიტომ, რომ... ჩადიხარ თბილისში და ფიქრობ: რისთვის გვქონდა ომი საქართველოსთან? რაღაც ძალიან გაუგებრად გავაკეთეთ. ბოლოსდაბოლოს, რით დასრულდა ეს ყველაფერი? იმით, რომ რესტორნებში, კაფეებში, ტაქსისტების ჩათვლით, ახალგაზრდები რუსულად მხოლოდ „გამარჯობის“ დონეზე ლაპარაკობენ. კი, უფროს თაობას კიდევ ახსოვს, მაგრამ მათი რაოდენობა ხომ მცირდება? არადა, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც რუსეთისთვის საოცარი კულტურული აღმაფრენის ქვეყანა იყო, დღეს კი მას ვკარგავთ“-განაცხადა მწერალმა.


P.S. მასალის ვრცელი ვერსიის ხილვა შეგიძლიათ ბმულზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930