გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მილიონამდე ლარს გამოყოფს

12-09-2021


საქართველოს მთავრობა აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მილიონამდე ლარს გამოყოფს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს ობსერვატორიაში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდეს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ობსერვატორიაში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო
შეიქმნება, რომელიც ობსერვატორიას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და საერთაშორისო ასპარეზზე დაუმკვიდრებს ადგილს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მას შემდეგ რაც სამინისტრო მიიღებს შესაბამის პროექტს,
ობსერვატორიის ცენტრალურ ტელესკოპსა და ციფრულ მუზეუმს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და მოხდება მისი აღჭურვა.

მთავრობის მეთაურს აბასთუმანში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
აბასთუმნის თანამედროვე კურორტად ფორმირებისათვის, დასრულდა კურორტის ურბანული განახლების პირველი ეტაპის სამუშაოები.
2020 წელს დასრულდა ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია.შემუშავდა დაბა აბასთუმნის გენგეგმა და დასრულდა დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ორივე ეტაპისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები .აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 47 მილიონი ლარია,აქტიურად მიმდინარეობს.
სახელმწიფო ბიუჯეტის 11.6 მილიონი ლარის დაფინანსებით, დაიწყო კურორტზე სახიდე გადასასვლელის, ავტოსადგურისა და პარკინგის მშენებლობა.
ურბანული განახლების ორივე ეტაპის სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.


სულ, აბასთუმნის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება 315 108 232 ლარი. აქედან, უკვე დასრულდა 49 528 948 ლარის სამუშაოები.

მთავრობის მეთაურს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ბაღდათი- აბასთუმნის, აბასთუმნის შემოვლითი გზის და აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე ისტორიული სახლების რეაბილიტაციის შესახებ.


პრემიერ-მინისტრს ასევე გააცნეს აბასთუმანში მშენებარე და დაგეგმილი სასტუმროების შესახებ ინფორმაცია, რომელთა მშენებლობასაც სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფები ახორციელებენ და ჯამში აღნიშნული პროექტების საინვესტიციო ღირებულება 442 მილიონ ლარამდეა.

მარიოტის საერთაშორისო ქსელის მაღალი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს "პარაგრაფ აბასთუმნის" მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა დაახლოებით 150 მლნ ლარია. სასტუმროს მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.
ასევე დაგეგმილია სასტუმროების მშენებლობა: "რუმსი", რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 43 მილიონი ლარია, "ვარძია," რომლის ჯამური ღირებულება 36 მილიონი ლარია, "ეიკონ აბასთუმანი", რომლის ღირებულება 5 მილიონი ლარია, "როიალ აბასთუმანი", რომლის ღირებულება 6,5 მილიონი ლარია, "აღობილი", რომლის ღირებულება 140 მილიონი ლარია და "იმპერიალი", რომლის ღირებულება 25 მილიონი ლარია. ასევე დაგეგმილია აბასთუმნის ისტორიული აბანოს რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება დაახლოებით 36 მილიონი ლარია.


აბასთუმნის ობსერვატორიაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის დეპუტატები- ანტონ ობოლაშვილი, გივი ჭიჭინაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930