27-05-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას IV, VI კვარტლების, პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ), ანჯაფარიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 18 საათამდე კი აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და დისევის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დაბა წავკისის, კოჯორის, ტაბახმელას და შინდისის, 11 საათიდან 13 საათამდე ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის, ხოლო 13 საათიდან 15 საათამდე რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლები.