გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"kommersant"(რუსეთი):საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილემ რუსეთის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა

28-05-2018

„საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის 100-წლიანმა იუბილემ, რომელიც 26 მაისს აღინიშნა, საზოგადოებაში მორიგი დისკუსია გამოიწვია: როგორი იქნება ქვეყნის მომავალი, ვინაა მისი მტრები და მეგობრები... პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოხატა, რომ 2021 წლისათვის, ანუ ქვეყნის „საბჭოური ოკუპაციის“ 100 წლის იუბილესათვის საქართველო ნატოს წევრი გახდებაო. ალიანსს საპასუხოდ არაფერი უთქვამს, თუმცა ნატოს წევრების უმეტესობამ საქართველოს დღესასწაული მიულოცა და ფეშქაშად დამატებითი დახმარება გამოუყო - 85 მილიონი დოლარი. რუსეთმა მილოცვისაგან თავი შეიკავა“, - ასე იწყება ვრცელი სტატია, რომელშიც ფართოდაა ასახული საქართველოში 26 მაისს გამართული სადღესასწაულო ღონისძიებები.


პუბლიკაცია ორი ნაწილისაგან შედგება, რომელსაც თავისი ქვესათაურები აქვს:


„გამარჯობა, საქართველო!“


„საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისს მრავალი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. მთავარი საზეიმო ღონისძიება I რესპუბლიკის სახელობის მოედანზე გაიმართა“, - აღნიშნულია სტატიაში. განსაკუთრებით ხაზგასმულია ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს გამოსვლა საზეიმოდ მორთულ სადაც მან ქართულად წარმოსთქვა სიტყვები „გამარჯობა, საქართველო!“. ეს ნიშანდობლივია, რადგანაც ლიტვამ ამას წინათ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს, «Gruzja»-ს“ ნაცვლად, «Sakartvelo» უწოდოს. ამ მისალმებას მოედანზე შეკრებილი ათი ათასობით თბილისელის მქუხარე ოვაცია მოჰყვა“, - აღნიშნულია სტატიაში. „მოედანზე თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკაც გამოიყვანა, მათ შორის იყო ქართული წარმოების ჯავშანმანქანები „დიდგორი“ და აშშ-ში შეძენილი „ჯაველინები“. სამხედრო ფიცი მიიღეს წვევამდელებმაც, თუმცა ინციდენტიც მოხდა: პაპანაქება სიცხის გამო რამდენიმე ჯარისკაცს გული შეუწუხდა და ისინი მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. ეს რომ დაინახა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გენშტაბის უფროსს უბრძანა - „მოედნიდან ჯარი გაიყვანეო“. შემდეგ ზეიმი რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა.


კურსი - ნატოში გაწევრიანებისკენ


პარლამენტის შენობაში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პუბლიკაციაში გადმოცემულია კონფერენციაზე პოლონეთის, სლოვაკეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების გამოსვლათა შინაარსი, რომლებშიც საქართველოსადმი აქტიური მხარდაჭერაა გამოხატული. „საერთაშორისო თანადგომით გამხნევებულმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი უკვე 2021 წელს გახდება, როცა „საბჭოთა ოკუპაციის ასი წელი შესრულდება“. რაც შეეხება პრემიერის ნათქვამზე ნატოს პოზიციას, ბრიუსელს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ საქართველოს თავისი მიზნის მისაღწევად ყველანირი ინსტრუმენტები აქვს და საერთოდ, თბილისს ნატოს წევრები მხარს უჭერენო.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930