გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მარტი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა ის რადიკალური რევანშისტული ძალა, რომლის პროპაგანდისტული სიცრუის მანქანა ყველაფერს შეეხო, ყველა ინსტიტუციას - ეკლესიას, პატრიარქს, ჯარს, პოლიციას, სასამართლოს

14-09-2021

დღეს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა ის რადიკალური რევანშისტული ძალა, რომელიც ყველაფერს კადრულობს და მათი პროპაგანდისტული, სიცრუის მანქანა ყველაფერს შეეხო, ყველა ინსტიტუციას, ეკლესიას, პატრიარქს, ჯარს, პოლიციას, სასამართლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათ არ დატოვეს არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც არ მოხვდა ამ პროპაგანდისტული მანქანის ყურადღების ქვეშ.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ არჩევნების პერიოდია  და ამ დროს, მღელვარება და შფოთვა განსაკუთრებულია.  ვიცი, რომ ძალიან ნერვიულობენ, იმიტომ რომ, ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან და დამარცხდებიან, რა თქმა უნდა, 2 ოქტომბერს ყველგან, ყველა ქალაქში, იმიტომ რომ, ჩვენ, ჩვენი საქმით ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ხელწერა არის განსხვავებული. ჩვენი მთავრობა არის ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება. მე არ ვამბობ, რომ ვართ უშეცდომონი და ვართ იდეალურები. რა თქმა უნდა, არც ერთი მმართველი, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არსებობს, რომელსაც არ მოსდის შეცდომები. ჩვენ, ჩვენი შეცდომებით, ხარვეზებით, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ ყველაფერს და მივდივართ წინ", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31