გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამ ერთობას ვერავითარი პროვოკაცია ვერ დააზიანებს

16-09-2021

მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამ ერთობას ვერავითარი პროვოკაცია ვერ დააზიანებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული მტკიცებულებები ჰქონდა და ეს პროვოკაცია პირადად სააკაშვილმა დააანონსა.


„მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია იწერს და ავრცელებს, მაგრამ ოპოზიცია რომ დგას მთელი ამ ფაბრიკაციების და ფალსიფიკაციების უკან, რაზეა საუბარი?! სააკაშვილი აგვისტოში გამოვიდა და ძალიან მძიმე პროვოკაციები დააანონსა, ალბათ ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, ვერ შეიკავა თავი და წინასწარ დააანონსა. არ გინახავთ ცნობილი კადრები?! აგვისტოში გამოვიდა სააკაშვილი და თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აქვს მას გარკვეული მტკიცებულებები და ეს პროვოკაცია პირადად მან დააანონსა. მთელი ეს ტყუილ-მართალი აღრეული მაგიტომ არის, რომ ძნელი იყოს დასკვნის გამოტანა. მით უმეტეს არჩევნებამდე ასეთი რაოდენობის, ათასობით ფაილის ავთენტურობის შესწავლას სჭირდება დრო. ეს პრიმიტიული გათვლა ჰქონდა ოპოზიციას, იციან, რომ მარცხდებიან ყველგან და ეს რაღაც პრიმიტიული პროვოკაცია მოიგონეს. თუმცა ძალიან მძიმე პროვოკაციაა მთლიანად ჩვენი ეკლესიის, სახელმწიფოს და მღვდელმთავრების წინააღმდეგ. ეკლესიასა და მთავრობას შორის არსებობს ძალიან მტკიცე ერთობა, ამას ხედავენ და არ უხარიათ. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ერთიანები ვართ, მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამ ერთობას ვერავითარი პროვოკაცია ვერ დააზიანებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930