გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაუმჯობესებულ პირობებს გაეცნო

19-09-2021

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო. სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა. მათ მოინახულეს ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსი, ყაზარმები, რეკრეაციული ცენტრი, სასადილო და დეტალურად გაეცნენ როგორც სასწავლო, ისე საცხოვრებელ პირობებს.


აკადემიაში სრულად გარემონტდა საცხოვრებელი ყაზარმები, რომლებიც ახალი, თანამედროვე სტანდარტების ინვენტარით აღიჭურვა. კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, ყაზარმებში შეიცვალა საცხოვრებელი ოთახების წყობაც. ოთახები ექვსის ნაცვლად მხოლოდ ორ პირზეა გათვლილი. ეროვნული თავდაცის აკადემიაში განახლდა და უახლესი ინვენტარით აღიჭურვა სპორტული დარბაზები. ასევე, გარემონტდა საცურაო აუზი და სასადილო.


იუნკერთა განათლების გაღრმავების მიზნით, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ფიზიკისა და ქიმიის ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე ლაბორატორიები მოეწყო. განახლდა სიმულაციური სწავლების ცენტრიც.


დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შეიქმნა პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის საგამოფენო სივრცე, სადაც აკადემიის დაარსებიდან დღემდე, სრული ისტორიაა ასახული. საგამოფენო სივრცეში განთავსებულია იუნკერთა სკოლის პერიოდის უნიკალური დოკუმენტები და ფოტოები, ისტორიული იარაღები და შინდისის გმირების სამხედრო აღჭურვილობა. მოეწყო პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის კაბინეტიც, სადაც მისი მემორიალური ნივთებია განთავსებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930