29-05-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოხატა, რომ მისი ქვეყნის მიღება ნატოში (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში) 2021 წლისათვის განხორციელდება, ანუ ნატოს წევრები ამ დროისთვის საქართველოს მიღებაზე თანხმობას განაცხადებენ. „საქართველო ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ ის გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი და იმედი გვაქვს, რომ ამ მიზანს მალე მივაღწევთ“, - განაცხადა პრემიერმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ირანული (რუსულენოვანი) რადიოსადგურის, „Pars Today“-ს მიერ გადაცემულ სიუჟეტშია ნათქვამი, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:
მთავრობის მეთაურს მხარს უბამს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც: „საქართველოს მიზანია რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს ნატოს სტანდარტებს. იმედი მაქვს, რომ რეფორმების მრავალწლიანი პოლიტიკა და სერიოზული ძალისხმევა საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერას უზრუნველყოფს“, - ამბობს მინისტრი.
საქართველოს ხელისუფლების თვალსაზრისისა და მისი ხედვების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნისათვის ნატოს წევრობა მაინცდამაინც კარგი არაა და თბილისის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. ნატოში საქართველოს გაწევრიანება სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებს გააწვავებს და დაძაბულობას გაზრდის. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება, ქვეყნის უსაფრთხოებას განმტკიცების ნაცვლად, პირიქით შედეგს გამოიღებს - მისი უსაფრთხოების დონე შესუსტდება, არასტაბილური გახდება.
ასეთი არასტაბილურობის მიზეზი ისაა, რომ ამჟამად კავკასიის რეგიონი მკვეთრად არის გადანაწილებული მტრულად განწყობილ ბლოკებს შორის, ხოლო მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები რეგიონში ერთმანეთს უპირისპირდებიან. საქართველოს ნატოს წევრად მიღება გააფართოებს რუსეთის მეზობელ რეგიონში აშშ-ის ყოფნას, რაც იმავე რუსეთის ნეგატიურ რეაქციას და მისგან საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევს.
როგორც ბრუკინგსის ინსტიტუტის (აშშ) მკვლევარი მაიკლ ო’ჰალნონი თვლის, „დასავლეთმა არ უნდა დააჩქაროს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, რადგანას ასეთი მოქმედება რუსეთ-აშშ-ის ურთიერეთობას გააუარესებს და ზრდის ომის რისკს“.
საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, რომ დიდ სახელმწიფოსთან მეზობლობა და მასთან ერთად უშუალოდ ცხოვრება ამ სახელმწიფოსთან ლოგიკურ ურთიერთქმედებასაც გულისხმობს, ხოლო რეგიონში უცხო მტრულად განწყობილი ძალის მიწვევა არანაირად არ ეთანხმდება ლოგიკას. არასტაბილურობა, რომელიც დიდი სახელმწიფოების პოლიტიკითაა გამოწვეული, რეგიონში ბიძგს მისცემს გამალებული შეიარაღების პროცესს. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური რესურსები მოხმარდება სულ სხვა პროექტებს და არა საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდას.