გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, თქვენთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება

20-09-2021

მჯერა, რომ თქვენთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის, ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაათვალიერა სამსახურის შენობა, რომლის მშენებლობასაც 2014 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930