გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

20-09-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურების გავლისას, წინასწარი საბაჟო დეკლარაციით დაადეკლარირა, მხოლოდ 59 886 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სახის ტანსაცმელი, რა გზითაც დამალა დამატებით 31 763 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის არსებობის ფაქტი და თავი აარიდა საბაჟო მოსაკრებლების გადახდას.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31