გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

21-09-2021

მედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. ორდღიანი სწავლება, რომელიც თელავში გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ მოადგილეებთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორთან ერთად გახსნა.


ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიის წარმომადგენლებთანმუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ისაუბრა.


საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დეტალურად გააცნეს შემდეგი საკითხები: მედიის როლი საარჩევნო პროცესში; მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში;კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები; სიძულვილის ენასთან ბრძოლა საარჩევნო პროცესში და მედიისროლის მნიშვნელობა; მედიის და სხვა ჩართული მხარეების როლი უსაფრთხო საარჩევნოგარემოს უზრუნველსაყოფად; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულირეგულაციები; საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და ა.შ. ტრენინგის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია და ჟურნალისტების კითხვებს ტრენერებთან ერთად ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს.


ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვისსაარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა და მასში მედიის 17 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930