23-09-2021
დეველოპერული კომპანია „რედკო“, SOLO-სთან პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივი აქციის შესახებ აცხადებს. SOLO მომხმარებელი, ვინც 1 ნოემბრამდე შეიძენს აპარტამენტს ციხისძირში Bamboo Beach-ში თეთრი კარკასით, რემონტს საჩუქრად მიიღებს. ეს ყველაფერი არაა, უძრავი ქონების შეძენის მსურველი ასევე შეძლებს ისარგებლოს სპეციალური პირობით იპოთეკურ სესხზე. კონკრეტულად კი, შეთავაზების ფარგლებში იპოთეკური სესხის აღება ევროში − 1%-დან არის შესაძლებელი (ეფექტური: 5.01%-დან)
რედ-კოს ახალი კომპლექსი Bamboo Beach ციხისძირი ბათუმიდან სულ რაღაც 10, პეტრას ციხიდან კი − ნახევარ კილომეტრში მდებარეობს. პროექტი სანაპიროს პირველ ზოლშია განთავსებული და მის უკან ბამბუკის ტყეა გაშენებული. აღსანიშნავია ისიც, რომ Bamboo Beach ციხისძირის ინფრასტრუქტურა მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, სპასა და ფიტნესცენტრს, ასევე აკვაპარკს, რესტორანს, კაფეს, ავტოსადგომს, საბავშვო ზონას, ზიპლაინს და სხვა უპირატესობებს.
დეველოპერული კომპანია რედკოს სპეციალური შეთავაზების შესახებ მეტი დეტალის სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://solo.ge/ka/solo/developers/details/60a503c2ae3b47ff23daa68d
აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში მომხმარებელი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში შეძლებს მოითხოვოს იპოთეკური სესხი სპეციალური პირობით. დეტალები იხილეთ ბმულზე:https://solo.ge/ka/solo/news/details/612f9a4e70ba60ff2d333ca3
დაინტერესების ან სხვა ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს SOLO ბანკირს.