გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანმა და სოსო გიორგაძემ ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

23-09-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მაკა გიორგობიანსა და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.


სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფიგურული ციგურაობის ფედერაციას დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო, რათა სპორტსმენებმა სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპები გაიარონ და მაქსიმალურად ბევრ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზონ.


მოციგურავეებს ახალი სეზონი დაეწყოთ და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ტურნირებს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ, ამასთან, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძოლონ.


მინისტრის განცხადებით, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიური თამაშები. შესაბამისად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე სპორტსმენები აუცილებლად ისარგებლებენ სრული მხარდაჭერით.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფედერაციის წინაშე მდგარ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს, ასევე 2022 წლის ბიუჯეტს, რომელზეც მუშაობა სამინისტრომ ფედერაციებთან ერთად უკვე დაიწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728