გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორიებს FAO-მ10 000 ევროს ღირებულების ინვენტარი გადასცა

23-09-2021

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა ნიადაგის კვლევის და დნმ ლაბორატორები დაათვალიერეს დაახალიაპარატურის სამუშაო სპეციფიკას გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერი-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2018 წლიდან „ნიადაგის ლაბორატორიების გლობალური ქსელის“ (GLOSOLAN) წევრია. 2019 წელს, GLOSOLAN-ის ფარგლებში მოეწყო ლაბორატორიათაშორისი პროფესიული ტესტირება, სადაც, მსოფლიოს მასშტაბით, ნიადაგის კვლევის 100 ლაბორატორია იყო ჩართული. საქართველოს ნიადაგის კვლევის ლაბორატორია საუკეთესო შედეგების მქონე 21 ლაბორატორიაში მოხვდა, რის შედეგადაც, FAO-ს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა და გაიმარჯვა.ლაბორატორიამ საჭირო ინვერტარი სწორედ  FAO-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში მოიპოვა.ასევე FAO-ს მხარადაჭერით აღიჭურვა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორია.


„ჩვენი ლაბორატორიები, მათ შორის, განსაკუთრებულად აქტიურად, ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, ჩართული არიან საერთაშორისო პროექტებში; ერთ-ერთი წარმატებაFAO-ს საგრანტო პროექტში გამარჯვებაა. დახმარება, რომელიც გრანტის ფარგლებში მიიღეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიებმა, კიდევ მეტად ეფექტიანს გახდის ვალიდურკვლევებს”, -განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.


საქართველოშიFAO-ს წარმომადგენლის, მამუკა მესხის განცხადებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში აქტიურად უჭერს მხარს.


FAO-სდახმარებით, რამდენიმე წლის წინ, სათესლე მასალების სერტიფიცირების ლაბორატორიააღიჭურვა. დღეს საუკეთესო ლაბორატორიული დანადგარები უკვე ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას გადაეცა, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ცენტრს, კვლევითი საქმიანობა საერთაშორისოსტანდარტების შესაბამისად განახორციელოს“, -აღნიშნამამუკა მესხმა.


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორიები 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ნიადაგისკვლევის ლაბორატორიაში ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება. დნმ ლაბორატორიაში, დნმ-ის მარკირების გამოყენებით, ქართული იშვიათი და მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშების იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა, კავკასიური ველური ვაზის შესწავლა და ვაზის კულტივირებულ გენოფონდთან მისი დამოკიდებულების კვლევა ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930