გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ელდარისა და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა

23-09-2021

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ვარკეთილის მასივში განხორციელდა. მოეწყო შიდა გზები, გადახურეს არაერთი კორპუსის სახურავი და გარემონტდა სადარბაზოები.


მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას კახი კალაძის გუნდის მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.


შეხვედრის ფარგლებში, კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზეც იმსჯელა. საუბარი შეეხო ავარიული კორპუსების ახლით ჩანაცვლების თემას, რომელზეც კახი კალაძემ თავის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.


როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ეს პროცესი სწორედ ვარკეთილიდან დაიწყება.


აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ელდარის ქუჩაზე, #109-ე სკოლის შენობაში მცხოვრებ 80-მდე ოჯახს, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდათ.


შეხვედრებს რევაზ სოხაძესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31