გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი ზუგდიდში თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო

24-09-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქ.ზუგდიდში, კომპანიაში „ჯეო-ნათსი" იმყოფებოდა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო.


„ჩვენ ყოველწლიურად ვხვდებით როგორც მეთხილე ფერმერებს, ისე გადამმუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს, რათა სეზონი შევაფასოთ, განვიხილოთ მიმდინარე აქტუალური საკითხები, პრობლემები, მომავალი წლის გეგმები. წლევანდელი წელი კარგად დაიწყო, უხვი იყო მოსავალი, თუმცა, ბოლო პერიოდში, ამინდებმა გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა. მიუხედავად ამისა, გვაქვს მოლოდინი, რომ 2021-22 წლის სეზონი გასულ წელზე უკეთესი იქნება. თხილი მნიშვნელოვანი სტრატეგიული კულტურაა საქართველოს სოფლის მეურნეობაში. შარშანდელ სეზონზე 100 მლნ დოლარს გადააჭარბა თხილის ექსპორტის ღირებულება; მას შემდეგ, რაც ჩვენ ძირითადი გამოწვევები - დაავადებები და აზიური ფაროსანა, რომელიც პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას, კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ. შესაბამისად, დარგი ვითარდება; თუმცა, განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, კვლავ გვაქვს გამოწვევები, რომელზეც საჭიროა მუდმივი მუშაობა, მსხვილ კომპანიებთან, ექსპორტიორებთან კომუნიკაცია, რათა სახელმწიფოს პოლიტიკა და კერძო სექტორის ინტერესები თანხვედრაში იყოს და მეტი შედეგი მივიღოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


სამეგრელო-ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა; თხილის კულტურა კი, რეგიონში ერთ-ერთი ძირითადია. ადგილობრივების შემოსავალი გაზრდილია, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.


აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 7.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 33.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930