გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამა სპორტსმენებს გააცნო

24-09-2021

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ცნობილ ქართველ სპორტსმენებს შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.


მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თბილისელებს მხარდაჭერისთვის და პირობა დადო, რომ ამ თანადგომას კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებით და მეტი ზრუნვით უპასუხებს.


„სპორტსმენებს წარვუდგინე ჩვენი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროექტების სახით. ეს თემატური შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც, რათა რაც შეიძლება მეტმა თბილისელმა ნახოს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ნახოს ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. გარდა ამისა, პარალელურად ჩვენ გვაქვს შეხვედრები რაიონებში ამომრჩეველთან. მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სივრცეს, სადაც შესაძლებელია კომუნიკაცია ადამიანებთან, შესაძლებელია ამ პროექტების წარდგენა. ეს შეხვედრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


წინასაარჩევნო შეხვედრა კახა კალაძის მხარდამჭერთა დარბაზში გაიმართა და მას სპორტის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031