26-09-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ლაშა ჯაიანსა და ვიცე-პრეზიდენტს შალვა გაჩეჩილაძეს შეხვდა. ფედერაციის ხელმძღვანელობისგან მინისტრმა სპორტის მოცემულ სახეობაში არსებულ სიტუაციასა და სფეროს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია. საუბარი შეეხო ასევე სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის ხელშეწყობას. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საუკეთესო ცხენოსანს, შალვა გაჩეჩილაძეს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად ფინანსური ხელშეწყობა ესაჭიროება.
მინისტრმა მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა და სამინისტროს მხარდაჭერით შალვა გაჩეჩილაძე ოქტომბრის დასაწყისში და ოქტომბრის ბოლოს მსოფლიო თასის ეტაპებზე გაემგზავრება. გაჩეჩილაძე ოქტომბრის დასაწყისში გასამართ ტურნირზე წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში, თვის ბოლოს გასამართ მსოფლიოს თასის ეტაპზე მსოფლიოს 52 საუკეთესო ცხენოსანთან ერთად იასპარეზებს, რაც ქართველი ცხენოსნისთვის სამომავლო ტურნირებისთვის წინ დიდი გამოცდილების მომტანი იქნება.