27-09-2021
ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი დემეტრე მეორეს, გვანცა დედოფლისა და არტუანის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.
მიუხედავად ქალაქ ონში განხორციელებული მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის თუ სოციალური პროგრამისა ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ გამოწვევების წინაშე დგას.
„ჩვენი მთავარი სიმდიდრე ადგილზე არსებული ადამიანური რესურსია, რომელთა მხრიდან დასმული თითოეული პრობლემა განსაზღვრავს ჩვენი სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებს.
გპირდებით, არ დავიშურებ ძალისხმევას, მეტი ინვესტიციის მოზიდვით, ადგილზე განხორციელებული პროექტებით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ქალაქი ონი გახდეს რეგიონის ტურისტული ცენტრი, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ხელი შევუწყო ახალგაზრდების მშობლიურ კუთხეში დაბრუნებას“- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სერგო ხიდეშლმა.