გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ტყემალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

27-09-2021

"ქართული ოცნების" დედაქალაქის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად წყნეთში იმყოფებოდა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გამართა.


გიორგი ტყემალაძემ სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და რაიონის განვითარების შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა. როგორც ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, ამა თუ იმ უბნისთვის პრიორიტეტული საკითხები სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა განისაზღვროს.


"წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჩვენ მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას განვაგრძობთ. კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად, გამოიკვეთა პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც, მოსახლეობის ჩართულობით, ჩვენ გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად ვგეგმავთ" - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31