30-05-2018
ბაჰრეინის გამოცემა «Syria News», კომენტარს უკეთებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას სირიის მიერ.
„სირია გაეროს წევრი კიდევ ერთი სახელმწიფოა (რუსეთის ჩათვლით), რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა. ორივე მათგანი, საქართველოს 2008 წელს მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად გამოეყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო, ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, Human Rights Organization-ის მიერ 2013 წელს მომზადებული მოხსენების მიხედვით („სირიის კონფლიქტის თანაავტორები“), სირიაში დიდი რაოდენობით საწვავს აგზავნიდა“, - ნათქვამია სტატიაში.