გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შუახევის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

28-09-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი - ომარ ტაკიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.


"ამჯერად, დაბა შუახევში, ჭავჭავაძის, თამარ მეფის, ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდი.


ძალიან გულთბილი, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.


მოსახლეობამ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა, რისთვისაც მადლობას ვუხდი.


ვისაუბრეთ, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე.


რა თქმა უნდა, რჩება რიგი მოსაგვარებელი საკითხები, რომელთა შესრულებასაც მაქსიმალურად მოკლე დროში ჩემს გუნდთან ერთად შევუდგები, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ცხოვრებისათვის უკეთესი პირობები შევუქმნა", - აცხადებს ომარ ტაკიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31