გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აპრილის თვეში მშპ-ს ზრდამ 6,5 პროცენტი შეადგინა

30-05-2018


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6,5 პროცენტი, ხოლო 2018 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,5 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ზრდა დაფიქსირდა ასევე ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებში.

სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლების მიხედვით ამავ წლის აპრილის თვის მონაცემებით, ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 037 ერთეულს შეადგენს.

ინფორმაციისთვის: საქსტატი 2012 წლის იანვრიდან ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც  უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე იანგარიშება.

„აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“-აცხადებენ საქსტატში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930