გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

28-09-2021

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:      საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:


• Temi Cloud - თემი ქლაუდი ეხმარება პროფესიულ ჯგუფებს და კომპანიებს ერთმანეთთან დაკავშირებაში 


• Ganage - დაზღვევის დემოკრატიზაცია 


• Plamood - სპორტული სოციალური მედიის ქსელი ვებსაიტსა და მობილურზე, აპლიკაცია გთავაზობთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს, რომელიც სპორტსმენებს სჭირდება 


• Brains – Academic Olympiads 2.0 - კომპანიის მისიაა, უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეები აკადემიური ოლიმპიადებით, რომელიც არამარტო შეაფასებს მათ ცოდნას, არამედ მისცემს მათ მონაცემებზე დაფუძნებულ უკუკავშირსა და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა განვითარდნენ. 


• Online rehabilitation centre ,,dayone“ - ლუდომანიის (თამაშდამოკიდებულება) პრევენცია/რეაბილიტაცია 


• Vetapp - შინაური ცხოველების ვეტერინარული პასპორტის სმარტფონში ინტეგრირება 


• Crosscreators - პროექტის მიზანია, ინოვაციური „მარქეთფლეისის“ შექმნა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აუგმენტური რეალობის კრეატორებსა და ბრენდებს 


• PRO MAJOR - პროექტის მიზანია, მაღალი ცილის შემცველი ახალი თაობის უნიკალური პროტეინ დანამატის შექმნა სასმელის და ფხვნილის სახით, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. 




• Areal Guide - ციფრული გიდის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის შექმნა მუზეუმებისთვის 
• Rentech - ხელმისაწვდომი სამომხმარებლო ტექნიკა 


• Wrapstocks - ინოვაციური ფინტექ სტარტაპი, რომელიც საცალო ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას  იყიდონ აქციები დაბალი ტრანზაქციის საკომისიოს გადახდით ბლოკჩეინ ტექნოლგიების საშუალებით 


• GoodLeads - პროექტის მიზანია, გაზარდოს უძრავი ქონების კომპანიების გაყიდვები, "ჭკვიანი" CRM ასისტენტით, რომელიც: 1) ავტომატურად ავერიფიცირებს ლიდებს - ზოგავს უხარისხო ლიდებზე დახარჯულ დროს 2) მონაცემების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციებს აძლევს გაყიდვების აგენტებს 3) ანალიზს და რეპორტს აკეთებს, თუ სად შეიძინეს ბინა ხელიდან გაშვებულმა ლიდებმა. 


• Ensofy - სტარტაპის მისიაა, შექმნას დეპრესიის სკრინინგისა და მონიტორინგის ინსტრუმენტი Voice-AI ტექნოლოგიის გამოყენებით 


• Symply Shop - გამარტივებული ონლაინ მაღაზია ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის 


• Ambry - სტარტაპის სლოგანია - გავხადოთ კრიპტო სამყარო სანდო და უსაფრთხო 


• Theneo - პროექტის მიზანია, დეველოპერებსა და მცირე/საშუალო კომპანიებს შეეძლოთ ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსი API დოკუმენტაციის გენერირება სწრაფად და მინიმალური ხარჯებით 


• Kroudi - ონლაინ ჯგუფურად შეძენის აპლიკაცია, რომელიც მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული. მომხმარებელთა ჯგუფი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რისი შეკვეთა სურს ერთად, რათა მიაღწიონ შეკვეთის მინიმალურ რაოდენობას, რასაც ითხოვენ ხოლმე გამყიდველები (გამყიდველი შეიძლება იყოს ნებისმიერი კომპანია მსოფლიოს გარშემო) და ასევე რათა დაზოგონ ლოჯისტიკური ხარჯები 


• WEBHR.GE - სტარტაპის მიზანია, გაამარტივოს კომპანიებისათვის ადამიანური  რესურსების მართვის პროცესები, მათი გაციფრულების გზით 



• Role playing video game „The way of wrath“ - პირველი ქართული ფართომასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაშის შექმნა და გლობალურ ბაზარზე გატანა 


• Thermonorth - სტარტაპის მიზანია, შეამციროს გამონაბოლქვი და წიაღისეული საწვავის მოხმარება ტრანსპორტში და ენერგიის გამომუშავებაში 5% -მდე ტრიბოლოგიაში გარღვევის გამოყენებით


      გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: მარვინ ლიაო, ჯონათან თაუერი, ტიმ ვაგნერი, აშერ სიდიქუი, გიორგი ბაჩიაშვილი. 


      საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2021 წლის 23 ივნისს  მეშვიდედ გამოაცხადა. შემოსული 246 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.      თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 115 სტარტაპი. პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების  ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930