29-09-2021
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით, „ელპლუსმა“ ახალი, ევროპული სტანდარტების საწარმო გახსნა. კომპანიის განვითარების ხელშეწყობისთვის, ბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსებისათვის გაცემული სესხის ოდენობა6 მლნ. ლარს უტოლდება.
სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დარგის ლიდერი, „ელპლუსი“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია ცეცხლმაქრების, სახანძრო კარების, ცეცხლგამძლე კარადების, და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების იმპორტიორი და მწარმოებელია. კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
„საქართველოს ბანკისა და „ელპლუსის“ პარტნიორობა 5 წელზე მეტია გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია მუდმივად ავითარებს საქმიანობას და დღესდღეობით, უსაფრთხოების მიმართულებით, ქვეყანაში ლიდერია. ამასთან, „ელპლუსი“ საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტის მონაწილეცაა. პროექტის ფარგლებში, „ელპლუსი“ კვალიფიციური ექსპერტების დახმარებით ბიზნესის განვითარების გეგმებს ამუშავებს, როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით.ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთპრიორიტეტულიმიმართულებაა. ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესის როგორც ფინანსურ, ასევეარაფინანსურ-ინტელექტულური კუთხით მხარდაჭერას, რაც კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, „ელპლუსს“ ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ სწორედ „ელპლუს“-ში შეიქმნა საქართველოში წარმოებული პირველი სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარი.