29-09-2021
სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, გარკვეული კატეგორიის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალურ პროგრამას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სრულ დაფინანსებას, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად. პროგრამის სრული ბიუჯეტი 2 520 000 ლარს შეადგენს.სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, გარკვეული კატეგორიის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალურ პროგრამას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სრულ დაფინანსებას, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად. პროგრამის სრული ბიუჯეტი 2 520 000 ლარს შეადგენს.
სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ელექტრონულ პორტალზე socreg.mes.gov.ge. რეგისტრაცია გაგრძელდება 2021 წლის 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე. ამ დროისათვის შემოსულია 3600-ზე მეტი განაცხადი.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება შეუძლიათ 13 კატეგორიის სტუდენტებს. კერძოდ:
● მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები;
● სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
● აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები
● სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები;
● ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
● ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
● მრავალშვილიანი (4 და მეთი შვილი) ოჯახის წევრები;
● სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
● სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპანტრიანტის სტატუსი;
● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
● აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;
● ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულები;
● სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით).
სოციალური პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიების, განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის, განხილვის წესისა და საჭირო დოკუმენტების ნუსხის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=4231&lang=geo