გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალი ასადოვი ირაკლი ღარიბაშვილს: დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში

29-09-2021

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში-ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას.


ალი ასადოვმა აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სხვადასხვა მიზეზების გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღნიშნული კომისიის სხდომა არ ჩატარებულა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო ვიზიტის დროს კი, შეხვედრაზე, აღნიშნულ გარემოებას განსაკუთრებულად გაესვა ხაზი და ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა სამუშაოების დაჩქარებისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დავალებები მისცეს.


„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით აზერბაიჯანში, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. მოკლე დროის განმავლობაში თქვენ მეორედ იმყოფებით აზერბაიჯანში, ბოლო პერიოდში ეს თქვენი მეორე ვიზიტია, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების მაღალი დონის მაჩვენებელია. სასიამოვნო შთაბეჭდილებით ვიხსენებ თქვენი ბოლო ვიზიტის დროს თქვენთან შეხვედრასა და საუბრებს. მაღალი დონის კავშირები, ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ატმოსფეროში. როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. დამოუკიდებლობის პერიოდში, ურთიერთნდობაზე და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და მიაღწია სტრატეგიული პარტნიორობის დონეს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს აქტიური პოლიტიკური დიალოგი. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის უჭერენ ერთმანეთს მხარს. რთულ პერიოდში, ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის გვერდში ვიდექით და თანადგომას ვუწევდით ერთმანეთს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამ საკითხში თქვენს პოზიციასა და ყურადღებას ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ. აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას. ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში მაღალ დონეზეა, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტრანზიტის, ინვესტიციებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენს მიერ ერთობლივად განხორციელებული ფართომასშტაბიანი, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები ზრდის ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რეგიონის განვითარებაში და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამავე დროს, ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობები გაგვაჩნია ციფრული ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში. ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის, ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება აუცილებელი იყო. სხვადასხვა მიზეზების გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ კომისიის სხდომა არ ჩატარებულა. თქვენი ბოლო ვიზიტის დროს, თქვენთან შეხვედრისას ჩვენ ამას განსაკუთრებით ხაზი გავუსვით და სამუშაოების დაჩქარებისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დავალებები მივეცით.


კომისია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ კომისიის სხდომას ვატარებთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საუბრები, მიღებული გადაწყვეტილებები და ხელმოწერილი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფართოებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში",- აღნიშნა ალი ასადოვმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930