29-09-2021
საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც ბაქოში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს კომისიის მე-8 სხდომის ოქმს.
თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის.
ხელი მოეწერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2021-2024 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას; შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ; შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ; ასევე - ურთიერთგაგების მემორანდუმებს სსიპ „აწარმოე საქართველოში" და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს, სსიპ „აწარმოე საქართველოში" და აზერბაიჯანში ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდს შორის.