გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და დავამარცხოთ სიღარიბე

30-09-2021

ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ, მხოლოდ „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას ჯამურად, ეს იქნება მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ინვესტიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების ინტერაქციული რუკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 1300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება.


„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებითაც. ჯამში 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, აქაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას, ბატონ ლევან დავითაშვილს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღეებიდან იყო ჩართული ამ პროგრამების შექმნაში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია, დავამარცხოთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930