გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკმა API Marketplace-ის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

30-09-2021

საქართველოს ბანკი Bank-as-a-Serviceმიმართულების განვითარებას აქტიურად აგრძელებს. ბანკმა ბიზნესისა და დეველოპერების მხარდაჭერის მიზნით  პლატფორმა api.bog.geშექმნა,სადაც ყველა ის საბანკო სერვისია თავმოყრილი, რომელთა ინტეგრაციაც ციფრულ ბიზნესებს სჭირდებათ. ეს სერვისებია: ონლაინ გადახდები, ონლაინ განვადება, ბიზნეს ინტერნეტბანკის სერვისები და მომხმარებლის ანგარიშის მონაცემების გაზიარება (ღია ბანკინგი). მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kSboP6

 

API პროდუქტების ინტეგრაცია ციფრულ ბიზნესებს მოამარაგებს საჭირო ფინანსური სერვისებით, რომლის დახმარებითაც მარტივად შეძლებენ თავიანთი მომხმარებლის ონლაინ მომსახურებას. (API პროგრამული შუამავალია, რომელიც ბიზნესებს საქართველოს ბანკის სხვადასხვა სერვისის, საკუთარ ციფრულ პლატფორმაზე გამოყენებაში ეხმარება) მეორესმხრივ, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ ბანკის სერვისებით, ინტერნეტ და მობილ ბანკს გარეთ, სასურველ ვებ გვერდსა თუ აპლიკაციაში.  

 

აღნიშნული სერვისების ინტეგრაცია api.bog.ge-დან, გამარტივებული დოკუმენტაციის დახმარებითაა შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ყველა პროდუქტის შესახებ. გაეცნონ ინტეგრაციისათვის საჭირო ტექნიკურ დოკუმენტაციებს, გააკეთონ განაცხადი მათთვის სასურველ პროდუქტზე და მიიღონ მხარდაჭერა კითხვების არსებობის შემთხვევაში.

 

პლატფორმას განვითარების შემდეგ ეტაპებზე თითოეული სერვისის მართვისა და ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატება. გარდა ამისა, სწორედ api.bog.ge-ზე განთავსდება სამომავლოდ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ყველა  API პროდუქტი.

 

„ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ბანკის სერვისები გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი დამომხმარებელს დავახვედროთ სწორ დროსა და ადგილას. ამის შესაძლებლობასგვაძლევენ  ჩვენი  ის პარტნიორები, რომლებიც ბანკის ფინანსურ სერვისებს იყენებენსაკუთარ ციფრულ პროდუქტებში. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, ბანკმა მომხმარებელს  არსებული API სერვისები ერთ სივრცეში შესთავაზა. სამომავლოდ კი ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტი API სერვისის დანერგვას, რის შედეგადაც მომხმარებლები უკვე სრულყოფილიAPI Marketplace-ით შეძლებენ  სარგებლობას. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული სერვისების საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრაციით არაერთი ბიზნესი შეძლებს უფრო სწრაფად განავითაროს საკუთარი საქმიანობა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930