30-09-2021
კასპის მუნიციპალიტეტის მერისმოვალეობის შემსრულებელმა დავით ქისიშვილმა გამყოფი ხაზისპირა, მაღალმთიან სოფელ ბოჟამში გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა.
დავით ქისიშვილი მიმდინარე სამუშაოს შესახებ ესაუბრა გზის მშენებელ შპს „ენ-დი როუდი“-ს ხელმძღვანელებსა და დასაქმებულ მუშებს.
ასფალტის პირველი პირის დაგებამდე მომზადდა გზა, მოეწყო რკინაბეტონის კიუვეტები. გათვალისწინებულიაგზის გადამკვეთებსა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურების და საგზაო სამოსის მოწყობა.
სოფელ ბოჟამთან მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია მაღალმთიანი დასახლებებისგანვითარებისფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 225 655 ლარია.ჩვენი მიზანი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მისასვლელი ყველა გზის მოწესრიგება - აღნიშნა დავით ქისიშვილმა.