1-10-2021
აი ახლა, ნახევარი საათის წინ, როდესაც ოფისში მოვდიოდი, მიხეილ სააკაშვილმა გზაში, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა ჩამოვედიო და სამწუხაროდ, ისევ შეერია იმ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები გაყალბებულია.
"ხოლო თუ გაყალბებული არ არის, მის ბრალდებებს დაემატება კიდევ ერთი მუხლი, საზღვრის უკანონო კვეთა და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს არის რეალითი შოუ.
ფაქტია, რომ ამ ადამიანს ბავშვობაში დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა და ახლა, ამ ასაკში გადაწყვიტა ამ ფორმით დახუჭობანას თამაში, რაც ძალიან სასაცილო და არასერიოზულია" - განაცხადა დავითულიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ამტკიცებს, რომ ის საქართველოშია, თუმცა ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს.