გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძემ წყალტუბოში იუსტიციის სახლი გახსნა

1-10-2021

„იუსტიციის სახლი არის ადგილი, რომელშიც ადამიანი ყველაზე კარგად გრძნობს, რომ სახელმწიფო მისი სახლია"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წყალტუბოს იუსტიციის სახლის გახსნაზე განაცხადა.


სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე წყალტუბოშიც არის შესაძლებელი. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იმერეთის გუბერნატორთან ერთად წყალტუბოში იუსტიციის სახლი გახსნა.


რატი ბრეგაძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, რომლის მხარდაჭერითაც წყალტუბოში იუსტიციის სახლის გახსნა გახდა შესაძლებელი.


როგორც მინისტრმა განაცხადა, იუსტიციის სახლი მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის, არამედ არის ძალიან დიდი იდეა და დასძინა, რომ უწყების პრიორიტეტი სერვისების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდაა.


ახლადგახსნილი იუსტიციის სახლის პირველი ვიზიტორები, რომლებმაც კოვიდბარათები აიღეს, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე იყვნენ.


წყალტუბოს იუსტიციის სახლი რიგით 27-ეა ქვეყნის მასშტაბით, სადაც მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული.


წყალტუბოს იუსტიციის სახლში სსიპ იუსტიციის სახლის 14 თანამშრომელი დასაქმდა. ასევე, ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძეს საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს იმ სსიპ-ების თანამშრომლებმა, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ.


იუსტიციის სახლში სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით გაიცემა.


ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 27 იუსტიციის სახლი და 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930