გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სააკაშვილის ადგილი ციხეშია!

2-10-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლასა და დაკავებაზე კომენტარი გააკეთა პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია - ის არის გასამართლებული ქართული სასამართლოს მიერ და სააკაშვილის ადგილი არის ციხეში! მეორე: ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, თუ ოდესმე სააკაშვილი გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, ეს ლოგიკურად, შეთანხმებული იქნებოდა ოცნებასთან და ოცნება შემოიყვანდა და დააბრუნებდა მას საქართველოში. - ესეც დადასტურდა! მე იმედი მაქვს არ გამართლდება ჩემი პროგნოზი, რომ ოცნება მას ამნისტირებას გაუკეთებს - ისე, როგორც, მაგალითად, გაუკეთა ნიკა მელიას."- ამბობს გახარია.


„ქართველი კაცი ბრძენია. ეს ქვეყანა კი - ჩვენია, საქართველოს მოქალაქეების არის და როდესაც აი, ასეთ მასკარადს ნაცები და ოცნება ერთად გვიწყობენ 1 ოქტომბერს, სიმბოლურად, არჩევნებამდე სულ რამოდენიმე საათით ადრე - რა თქმა უნდა, ბრძენი ქართველი კაცი ამას შესაბამის შეფასებას მისცემს არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, რომ აირჩევს მომავალს და წინსვლას და არა ნაცების 9 წლიან და ოცნების 9 წლიან წარსულში დაბრუნებას."- განაცხადა გიორგი გახარიამ.


პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე ქვეყანაში მიმდინარე ამ პროცესს ხვალინდელი არჩევნებით ხსნის.


„ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია იმ პროცესის შინაარსი, რომელიც დღეს მიმდინარეობს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ხვალინდელ არჩევნებთან. რა თქმა უნდა, ოცნება ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს სტატუსი ყველაზე დიდი ან პირველი ოპოზიციური ძალის და ეს არის ის საფუძველი, რაზეც, როგორც ჩანს მათ შორის შედგა გარკვეული შეთანხმება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია'' - ამბობს გახარია.


რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთას, როგორ შეძლო მან ქვეყანაში შეუმჩნევლად შემოსვლა ან რატომ უარყოფა ამას ოცნება დღის განმავლობაში, გიორგი გახარია პასუხობს რომ ეს შეთანხმების შემდგომ შიდამენეჯმენტის დეტალებია და პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს.
,,ეს უკვე არის იმ მენეჯმენტის ხარისხის დეტალები, რომელიც დღეს ოცნებაში მიდის. ამას არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობა არა აქვს."- ამბობს პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930