გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემს უკრაინელ კოლეგას მადლობას ვუხდი, ვინაიდან, ჩვენ ბოლო პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს

2-10-2021

ჩემს უკრაინელ კოლეგას მადლობას ვუხდი, ვინაიდან, ჩვენ ბოლო პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეგის ქარდავას ექსტრადაციის საქმე და ახლა უკვე სააკაშვილის საქმე მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს.


„მე უკრაინულ მხარეს მადლობას ვუხდი საჯაროდაც. ჩემს უკრაინელ კოლეგას მადლობას ვუხდი, ვინაიდან, ჩვენ ბოლო პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს, თუნდაც მეგის ქარდავაც ექსტრადაციის საქმე, ახლა უკვე სააკაშვილის საქმე. მემგონი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა. დანარჩენი, ეს ფორმალური ხასიათის განცხადებები ჩვენ გვესმის. პროცესი მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ღიაა და ჩვენ არავითარ კითხვას არ დავტოვებთ პასუხ გაუცემელს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31