გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას

3-10-2021

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საარჩევნო პროცესში პირველივე დღიდან იყო ჩართული.


ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელსაც გამოხატავთ ჩემს მიმართ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიდო 48 პროცენტიანი შედეგი. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ. თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა.


დღეს, არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას რამ გამოიწვია ეს შედეგი - პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესშიც ყველა აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ყურადღება ვერ გავამახვილეთ. ამისთვის ბოდიში.


მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს დედაქალაქს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი და ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ!" -განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930